ინფორმაციის მართვის შემდეგი თაობის სისტემა

გეოდი

მუშაობს უკვე არსებულ მონაცემებზე. სისტემა იყენებს ბუნებრივი ენის პროცესირების მეთოდს და ხელოვნური ინტელექტის ტექნიკას მრავალფეროვანი დავალებების ამოსახსნელად, რომლის მისაღწევადაც ადამიანს დასჭირდებოდა ხანგრძლივი მუშაობა და ბევრად მეტი დრო. +ქართული ენის ოპტიკური ამოცნობის დახვეწილი სისტემა

მობიდი

მობილური ინფორმაციის შეგროვების და გუნდური მენეჯმენტის აპლიკაცია, ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. შეგროვებული ინფორმაციის (ტექსტური, აუდიო, ვიდეო, ფოტო) გადაცემა ოფისში. ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაზიარება, ძიება და რეპორტირება სხვადასხვა სისტემებზე. მუშაობს iOS და Android სმარტფონებზე.

მრავალმხრივი გამოყენება; საერთაშორისო სერტიფიკაცია

მულტიპროფილური დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს სხვასახვა დარგებს, როგორიცაა მშენებლობა, სერვისი, უსაფრთხოება, დისტრიბუცია, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური და სხვ. საერთაშორისო სერტიფიკაცია: ISO 9001, ISO 2000, ISO 27001

-40%

დროის 40% იკარგება სხვადასხვა ფაილების ძებნაში!

-10%

დანაკარგი უტოლდება ფინანსური ხარჯების 10%

+30%

გეოდის გამოყენებით ეფექტურობა იზრდება 30%+

დოკუმენტებზე წვდომა ასე მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა!


GEODI ერთი წერტილიდან ეძებს, ახარისხებს, და აჩვენებს მონაცემებს 200+ ფორმატის ფაილებიდან, მონაცემთა ბაზებიდან და სოციალური ქსელებიდან.



დამატებულია ქართულ სიმბოლოთა ოპტიკური ამოცნობის სისტემა Georgian OCR module





GEODI - რა არის გეოდი?

გეოდის-ს განსაკუთრებულობა მდგომარეობს დოკუმენტების მართვის და გეოგრაფიული ინფორმაციის კომბინაციაში. GEODI იყენებს მომხმარებლის არასტრუქტურირებულ და სტრუქტურირებულ კონტენტს მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაილებში: Word, Excel, PDF, AutoCAD, NLP, AI, მონაცემთა ბაზები, ელ. ფოსტა, ვებგვერდი, ფოტოები და სხვ. GEODI აჩქარებს თქვენ ორგანიზაციას მრავალი მონაცემის, სისტემების და მომხმარებელთა გაერთიანებით!



ჭკვიანი კორპორატიული ძიება
GEODI-ს ხელოვნური ინტელექტის მძლავრი საძიებო სისტემა მხარს უჭერს 200+ მეტ ფორმატს, რომლებიც სხვადასხვა წყაროებშია განთავსებული. GEODI გააჩნია განსხვავებული ხედები, მაგ. დოკუმენტების სია, კალენდარი, რუკა, ქსელური გრაფა, რომელთა მეშვეობით, თქვენ კონტენტს გაჩვენებთ სხვადასხვა ასპექტში.

ჭკვიანი არქივი
GEODI არ საჭიროებს მონაცემთა და მეტადატის ხელის შეყვანას. მას შეუძლია იმუშაოს არსებულ კონტენტზე და შეაგროვოს მეტადატა - თარიღები, სახელები, სათაურები და სხვა მონაცემები. ჩამონტაჟებული ტექსტის ამოცნობის მოდული, დოკუმენტების მაჩვენებელი, მეტადატის ავტომატიზაცია და მრავალი სხვა საჭირო ფუნქცია განაპირობებს პროგრამის გამორჩეულობას. GEODI საუკეთესო საშუალებაა პირდაპირი და არქივირებული ინფორმაციის მართვისას.

განსხვავებულ სისტემებზე წვდომა ერთი წერტილიდან
თანამედროვე ციფრული სამყაროს მრავალფეროვნება აიძულებს მომხმარებლებს გამოიყენონ სხვადასხვა სისტემები. GEODI-ს შეუძლია სხვადასხვა სისტემების ინტეგრაცია. ამდენად, თქვენ გექნებათ წვდომა მონაცემთა ბაზებზე, ERP, CRM, GIS, MIS, ელ.ფოსტაზე, ვებ გვერდებზე და სოციალური მედიაზე მხოლოდ ერთი წერტილიდან!

კოლაბორაციული პლატფორმა
GEODI-ს კოლაბორაციული პლატფორმა გუნდის წევრებს აძლევს ურთიერთ- თანამშრომლობის საშუალებას. მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები, შენიშვნები, გაგზავნოს ფოტოები და გააზიაროს მრავალი სხვა საჭირო ინფორმაცია. GEODI ახორციელებს კონტენტის ვერსიების შენახვას და აგზავნის შეტყობინებებს მიმდინარე პროცესებზე ყველა მომხმარებელთან.

გეოლოკაცია/რუკის გენერირება
რუკის გენერირებისათვის GEODI იყენებს გეოლოკაციის სხვადასხვა ინფორმაციას - ტოპონიმებს, ქუჩებს, მისამართებს, კოორდინატებს, MGRS კოორდინატებს, ნაკვეთის ნომრებს და სხვ. ტრადიციული გის სისტემებისგან განსხვავებით, GEODI-ს შეუძლია გამოიყენოს არასტრუქტურირებული დატა ხელით შეყვანის საჭიროების გარეშე. GEODI აგრეთვე, მუშაობს გის ცნობილ პროგრამებთან, მაგ. ArcGIS და MapInfo.

ლიცენზირების მოქნილი მოდელი
GEODI იყენებს მოქნილ ლიცენზირებას თქვენი და კორპორაციული ინტერესების საჭიროებისამებრ. საშუალება გაქვთ გამოიყენოთ მხოლოდ 1, 10, 25, 50 ან მეტ მომხმარებელზე. GEODI სტანდარტული საბაზო მოდული დააკმაყოფილებს თქვენს ძირითად მოთხოვნებს. შეგიძლიათ, ასევე დაამატოთ დამატებითი მოდულები როდესაც მოგესურვებათ. მოქმედებს პროგრამის გაქირავების ოპცია.

გეოდი

ახალი თაობის კორპორატიული კონტენტის მართვის სისტემა



ინფორმაციაზე რუკიდან წვდომა

მონაცემების ჭკვიანი რეზერვირება

200+ ფორმატის მხარდაჭერა

უკვე საქართველოში!

GEODI და MOBIDI-ის ლიცენზირებული პროგრამები ქართულ ენაზე

პროგრამის პრეზენტაცია

GEODI და დამატებითი მოდულები

გეოდის სტანდარტულ ვერსიასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ
გამოიყენოთ სხვადასხვა ფუნქციის მოდულები, თქვენი საჭიროების მიხედვით.



პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

ფასები და პირობები

მოქმედებს ლიცენზირებას მოქნილი მოდელი თქვენი და კორპორაციული ინტერესების საჭიროებისამებრ. საშუალება გაქვთ
გამოიყენოთ მხოლოდ 1, 10, 25, 50 ან მეტ მომხმარებელზე. სტანდარტული საბაზო მოდული დააკმაყოფილებს თქვენს
ძირითად მოთხოვნებს. შეგიძლიათ დაამატოთ საჭირო მოდულები სურვილისამებრ. მოქმედებს პროგრამის გაქირავების ოპცია.



ყოველთვიური გაქირავების ლიცენზია ერთ მომხმარებელზე
99ლარი

მომხმარებელთა მინიმალური რაოდენობა: 10
მინიმალური ვადა: 1 წელი
ყოველთვიური გაქირავების ლიცენზია ერთ მომხმარებელზე
99ლარი

მომხმარებელთა მინიმალური რაოდენობა: 10
მინიმალური ვადა: 1 წელი

სპეციალური
ფასი




პროგრამების + დამატებითი მოდულების შესყიდვის ექსკლუზიური შემოთავაზებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.